„1000 პროცენტით“ | ილიას მენეჯერს გეიჯისთან რევანშის გამართვა უნდა
ილია თოფურიას მენეჯერი, მალკი კავა UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის სიტყვებს გამოეხმაურა. უაითმა „ელ მატადორის“ მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის ჯასტინ გეიჯის ვარიანტიც მოსწონს და პედი პიმბლეტისიც.
„ჩვენ რევანშის აღება გვინდა. 1000 პროცენტით“, — განაცხადა კავამ უაითის სიტყვების საპასუხოდ.
თოფურიას მომავლის გარშემო უცხოურ პრესაში ბევრი იწერება. დემეტრიუს ჯონსონთან ინტერვიუში გეიჯიმ აღნიშნა, რომ არ იცის, ოქტაგონში ოდესმე დაბრუნდება თუ არა. ერთადერთი, რაც „ჰაილაითმა“ იცის, ისაა, რომ 2026 წელს აღარ იჩხუბებს, რადგან აღდგენა და ძალების მოკრება სჭირდება.
რაც შეეხება პიმბლეტის კანდიდატურას, გეიჯის პაუზიდან გამომდინარე, „ბედი“ სერიოზული ოპონენტია. სავსებით შესაძლებელია, მათი დაპირისპირება 2026 წლის ბოლოს გაიმართოს და მთავარი მოვლენა გახდეს — ნიუ-იორკში გასამართ UFC 334-ზე ან დეკემბერში, ლას-ვეგასის UFC 335-ზე.