„საჯაროდ არ ამბობს, მაგრამ ამას აკეთებს“ - ცარუკიანმა ჩიმაევზე ისაუბრა
არმან ცარუკიანი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოქტაგონს რამდენიმე კვირაში დაუბრუნდება. UFC-ის მსუბუქი დივიზიონის სომეხი მებრძოლი მოსამზადებელ კემპს გადის, თუმცა ჟურნალისტებთან სასაუბროდ საკმაოდ ხშირად იცლის და ამჯერად მის ახლო მეგობართან, ხამზატ ჩიმაევთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა:
„ისე მოხდა, რომ მისი ბრძოლის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმყოფებოდი და თანაც ჩხუბი არ მქონდა ჩანიშნული, რის გამოც ხამზატის ბრძოლის დროს მის კუთხეში ყოფნას სიამოვნებით დავთანხმდი. ის შემპირდა, რომ ჩემი მომდევნო შეხვედრის დროს ასევე ჩემს გვერდით იქნება. ამ ყველაფრის გასაკეთებლად სწორედ ისეთი მეგობრობაა საჭირო, როგორიც ჩვენ გვაქვს.
ხამზატი საკმაოდ ღირსეული ადამიანია, რომელიც ყველა თავის მეგობარს გვერდით უდგას - სპარინგ-პარტნიორებსაც და ნათესავებსაც. ის შესაძლოა ინტერნეტში ამაზე არ საუბრობდეს, მაგრამ ყველა მეგობარს მანქანა და ბინა უყიდა, რითაც შეუძლია მათ უანგაროდ ეხმარება“.
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანი 22 ნოემბერს, კატარში დენ ჰუკერთან იჩხუბებს, ხოლო ამავე ღონისძიებას თავის მორიგ ორთაბრძოლას ალექსანდრე თოფურია ჩაატარებს.