პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“უკეთეს სიტუაციაში ვართ“ - გუარდიოლა რეალთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის რეალი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. მატჩის წინ, ქალაქელების მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გუარდიოლა:

„მეტოქეს უდიდესი პატივისცემით უნდა შეხვდე, მაგრამ ამავე დროს თვალებში უნდა შეხედო და თქვა: ‘კარგი, ეს ვართ ჩვენ, როგორც გუნდი’. შემდეგ კი ეს მოედანზეც უნდა აჩვენო. შეიძლება ცოტა იღბალიც დაგჭირდეს და შემდეგ ეტაპზეც გახვიდე.

ემოციები მაშინ ჩნდება, როცა ცუდად თამაშობ ან მეტოქე შენზე უკეთ თამაშობს. აქ პირველად არ ვართ — ამ სტადიონზე ბევრჯერ გვითამაშია და გუნდში ბევრი ფეხბურთელია, ვინც გარემოს კარგად იცნობს. ერთი რამ ცხადია: თუ საკუთარ თამაშს არ აჩვენებ, კარგი შედეგი ვერ მოვა.

ამჯერად გუნდური მდგომარეობის მხრივ უკეთეს სიტუაციაში ვართ. გასულ სეზონში აქ დიდი ფიზიკური დაღლილობით ჩამოვედით და არჩევანი მოთამაშეებშიც შეზღუდული გვქონდა. როცა ყველა ფეხბურთელი მზადაა და ერთდროულად ბევრ ტურნირზე თამაშობ, როტაცია აუცილებელია — ასე გუნდს აქვს როგორც სუფთა ფეხები, ისე სუფთა გონება.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირება 11 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

ასევე შეგახსენებთ, სამეფო კლუბს დიდი დანაკლისი აქვს. არბელოას განკარგულებაში ედერ მილიტაო, კილიან მბაპე, როდრიგო, ჯუდ ბელინგემი, დანი სებალიოსი, ალვარო კარერასი და დავიდ ალაბა არ იქნებიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები