ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„ვტიროდი, რადგან გულშემატკივრებს იმედები გავუცრუე“ - ოლივეირამ თოფურიასთან ჩხუბი გაიხსენა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიასთან ჩხუბი გაიხსენა და იმედგაცრუება ვერ დამალა. ბრაზილიელმა ყოფილმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ხალხის იმედები ვერ გაამართლა და ამის გამო ატირდა კიდეც.

რას ამბობს ოლივეირა:

„დიახ, ეს ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო. ბრძოლის შემდეგ დიდხანს ვტიროდი. რატომ? ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს. როდესაც ვნახე, თუ როგორ ტიროდა ხალხი ჩემს მარცხზე, მეც ავტირდი... ამიტომ ბოდიშს ვუხდი ყველას. ვერ შევძელი ისეთი სპექტაკლის წარდგენა, როგორიც მე და ჩემს გულშემატკივრებს გვინდოდა.“

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიმბლეტი: თოფურიას დავაფინიშებ
პიმბლეტი: თოფურიას დავაფინიშებ