ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„14 დღეა მობილური გამორთული აქვს“ - ანკალაევი პერეირასთვის ემზადება

რამდენიმე კვირაში UFC-ის ქვემძიმე წონის საჩემპიონო შეხვედრაში მაგომედ ანკალაევსა და ალექს პერეირას შორის რემატჩი გაიმართება და დაღესტნელი მებრძოლი მარტში მოპოვებული საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას შეეცდება. ანკალაევმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამჯერად უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და ბრაზილიელს ნოკაუტში გაგზავნის. რამდენად შეესაბამება მაგომედის ამბიციები რეალობას, ამის გარკვევა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მისი მენეჯერისგან რივზან მაგომედოვისგან სცადა და მისგან ასეთი პასუხი მიიღო:

„პერეირას დანოკაუტების განზრახვა ძალაში რჩება. ანკალაევი შესანიშნავ კონდიციებშია - უკვე 14 დღეა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და გადაწყვეტილი აქვს იქ ბრძოლამდე ხუთი კვირა ივარჯიშოს, რათა აკლიმატიზაცია ბოლომდე გაიაროს. ვიცი თქვენც გაიგებდით და მართლაც ასეა - მობილური ტელეფონი გამორთული აქვს, რადგან მზადების პროცესიდან სხვა რაღაცეებზე ზედმეტი ყურადღება არ გადაიტანოს. მაგომედი ძალიან დისციპლინირებული სპორტსმენია და ალბათ ამის ხარჯზეც ამარცხებს მეტოქეებს“.

ცნობისათვის, ანკალაევი-პერეირას რემატჩი 4 ოქტომბერს გასამართი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება, იქამდე კი, ამავე დღეს, საჩემპიონო ქამარს სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში ქართველი მერაბ დვალიშვილი ამერიკელ კორი სენდჰეგენთან დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„30 წუთი გათიშული ვიყავი“ | ბრაიან ორტეგამ საშინელი წონის კლება გაიხსენა
„30 წუთი გათიშული ვიყავი“ | ბრაიან ორტეგამ საშინელი წონის კლება გაიხსენა