ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

ჩიმაევმა წონა 17 წუთით ადრე ჩააბარა | UFC 328-ის აწონვის ცერემონია

UFC-ის მომდევნო ღონისძიება ნიუარკში გაიმართება და ჩხუბებს თბილისის დროით, 10 მაისს, კვირას ვიხილავთ. UFC 328-ის მთავარი მოვლენა საშუალო წონითი დივიზიონის ორთაბრძოლაა, რომელშიც ერთმანეთს ხამზატ ჩიმაევი და შონ სტრიკლენდი დაუპირისპირდებიან.

პარასკევს, აწონვის ცერემონია გაიმართა. სტრიკლენდმა წონა ერთ-ერთმა პირველმა ჩააბარა და 83.9 კგ (185 ფუნტი) დააფიქსირა.

ჩიმაევს წონის ჩაბარება ძალიან გაუჭირდა. ხამზატი ასაწონად ბოლოს, აწონვის ცერემონიის დასრულებამდე 17 წუთით ადრე გავიდა და ეტყობოდა კიდეც, რომ წონის კლებას მარტივად არ ჩაუვლია. საბოლოოდ, „ბორზმა“ იგივე წონა, 83.9 კილოგრამი დააფიქსირა.

UFC 328-ის თანამთავარი მოვლენა ჯოშუა ვენისა და ტაცურო ტაირას საჩემპიონო ორთაბრძოლაა. ორივე მათგანი 56.6 კილოგრამს (125 ფუნტი) იწონის. მეინ ქარდის ერთადერთი მებრძოლი, რომელმაც წონა ვერ ჩააბარა, ჯერემი სტივენსია — 72.5 კილოგრამს იწონიდა, ლიმიტი 70.7-ია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შვება დაეტყო, უფრო თავდაჯერებულია“ | ჰაიდენჰაიმის მწვრთნელმა ბუდუზე ისაუბრა
„შვება დაეტყო, უფრო თავდაჯერებულია“ | ჰაიდენჰაიმის მწვრთნელმა ბუდუზე ისაუბრა