ეს კაცი ყოველთვის ნაძირალა იქნება | ჩიმაევისა და სტრიკლენდის პრესკონფერენცია
UFC 328-ზე მთავარი ბრძოლა შონ სტრიკლენდისა და ხამზატ ჩიმაევის დაპირისპირებაა. საშუალო წონაში სატიტულო ბრძოლა, რომელშიც „ბორზი“ თავის საჩემპიონო ქამარს დაიცავს, 10 მაისს, ნიუარკში, UFC 328-ის ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.
მებრძოლებმა ღონისძიების წინ პრესკონფერენცია გამართეს. ჩიმაევმა სტრიკლენდს ბავშვობის ტრავმებისა და მამასთან რთული ურთიერთობის გამო დასცინა, რაზეც შონს ადრე საჯაროდ უსაუბრია და უტირია კიდეც. ხამზატმა უთხრა: "მამაშენმა გოგოდ გაქცია".
ჩიმაევი: რატომ ტირი? რატომ გააკეთა ეს მამაშენმა? არა უშავს, მოდი, ახლა ვიტიროთ ამაზე. მოდი, ახლა ვიტიროთ ამაზე!
სტრიკლენდი: მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ეს კაცი (ხამზატზე მიანიშნებს) ყოველთვის ნაძირალა იქნება. მან საკუთარ თავს სარკეში უნდა ჩახედოს და იცოდეს, რომ პატარა ძუკნაა. ოო, დიახ! მე მოვკვდები იმის ცოდნით, რომ ის პატარა ძუკნაა.
ჩიმაევი: ჰეი, რა პრობლემაა იმაში, რომ მამაშენმა გოგოდ გაქცია? ეგ ჩემი პრობლემა არაა. ეგ ჩემი პრობლემა არაა!
სტრიკლენდი: კიდევ ერთხელ, ხედავთ ამას ხალხო? ხედავთ?
ჩიმაევი: ჰეი! ჩეჩნეთში ხალხი ნამდვილ კაცებს ზრდის. მამაშენმა კი გოგოდ გაქცია.
სტრიკლენდი: მოკეტე, შენი ნაბიჭვარი... შენ პატარა ლაჩარი ხარ! ნაგავი ხარ, მოკეტე!
ჩიმაევი: ეგ ჩემი პრობლემა არაა, მამაშენმა რომ გოგოდ გაქცია და სულ ტირი.
სტრიკლენდი: მომისმინე, მეგობარო... შეხედეთ ამ კაცს!
შონმა კარიერაში 47 ბრძოლიდან 30 მოიგო, 7 დათმო, 2025 წელს დრიკუს დუ პლესიმ სძლია, თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში ენტონი ერნანდესი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
32 წლის ჩიმაევი დაუმარცხებელია, 15-დან ყველა ბრძოლა მოიგო. გასულ წელს მხოლოდ 1 ბრძოლა გამართა, დრიკუს დუ პლესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.