ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა - მექსიკამ გაიმარჯვა და პირველ ადგილზე გავიდა
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მექსიკა ჩეხეთს დაუპირისპირდა და მარტივად 2:0 დაამარცხა.
გულშემატკივრებმა საკმაოდ მხიარული დაპირისპირება იხილეს. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, თუმცა უპირატესობა უფრო მეტად მასპინძელთა მხარეს იყო. მწვავე შეტევებსაც ხავიერ აგირეს გუნდი ახორციელებდა.
პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ნახევრის საწყის წუთებზე, მექსიკელებმა ზეწოლა გააძლიერეს, რასაც შედეგი 55-ე წუთზე მოყვა. ჩავეს გარსიამ ანგარიში გახსნა.
61-ე წუთზე ხულიან ქინიონესმა ჩეხეთის ნაკრების კარი აიღო და სხვაობა ორამდე გაიზარდა. მატჩის საბოლოო შედეგი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბეტისის ნახევარმცველმა ალვარო ფიდალგომ დასვა.
მექსიკის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში 3-დან 3 მატჩი მოიგო და 1/16-ფინალში პირველი ადგილით გავიდა. ჩეხეთმა კი ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა და ჯგუფში ჩარჩა.
ასევე გეტყვით, რომ პარალელურ მატჩში, ბევრისთვის მოულოდნელად სამხრეთ აფრიკამ სამხრეთ კორეა დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე მეორე ადგილით გავიდა.