ვინისიუსი: “ანჩელოტის დავპირდი, რომ გოლს თავით გავიტანდი“
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბრაზილიამ შოტლანდია 3:0 დაამარცხა და 1/16-ფინალში პირველი ადგილით გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა კომენტარი გააკეთა.
ვინისიუსი:
„შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. მწვრთნელის დავალებები იდეალურად შევასრულეთ. გამარჯვება და პირველ ადგილზე გასვლა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მთავარი ის არის, თუ როგორ გავაკეთეთ ეს. ბრაზილია დღეს შთამბეჭდავად ითამაშა.
ჩემი გოლები? კარლო ანჩელოტის დავპირდი, რომ გოლს თავით გავიტანდი. მან მითხრა, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო და თუ ამას შევძლებდი, საჩუქარს გამიკეთებდა. ახლა კი ველოდები, როდის შეასრულებს დანაპირებს.“
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის მხრიდან დუბლი შეასრულა ვინისიუს ჟუნიორმა. ერთი გოლი კი კუნიას ანგარიშზეა.
აღნიშნულ მატჩში, მოედანზე ნეიმარი ვიხილეთ, რომელიც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს 3-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. კარლო ანჩელოტიმ ის 76-ე წუთზე შეიყვანა.
ასევე გეტყვით. რომ ვინისიუსი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეხუთე ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთი ტურნირის ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. აქამდე ეს ჯაირზინიომ(1970), რომარიომ(1994), რივალდომ(2000) და რონალდომ(2002) გააკეთეს.