საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვი შეცვლაზე შევიდა | 10-კაციანმა ხეტაფემ პარტიზანი 3:1 დაამარცხა

უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში „ხეტაფე“ „პარტიზანს“ ეთამაშება. საბა საზონოვის გუნდმა პირველი შეხვედრა „ესტადიო კოლიზეუმში“ გამართა და 3:1 გაიმარჯვა.

„ხეტაფემ“ ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა და ენეს უნალმა გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს „პარტიზანმა“ დემბა სეკის გოლით წონასწორობა აღადგინა, 68-ე წუთზე კი ხოსე ბორდალასის გუნდი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აბდელ აბქარის გაძევების შემდეგ „ხეტაფე“ მოედანზე 10 კაცით დარჩა.

„პარტიზანმა“ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა. 87-ე წუთზე ანდრეს გარსიამ შეაგდო, 90-ზე კი იოჰან მოხიკამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საზონოვმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა. საბამ კარგად ითამაშა და ერთ მომენტში, დროული ვარდნით, „პარტიზანს“ სახიფათო კონტრშეტევის განვითარების საშუალება არ მისცა. საზონოვმა 4-დან 3 ზუსტი გადაცემა გააკეთა, 1 ორთაბრძოლა მოიგო, ბურთს 6-ჯერ შეეხო და მის წინააღმდეგ წესები ერთხელ დაარღვიეს.

ცნობისთვის, ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 27 აგვისტოს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთი კვარამ უნდა მოიგოს“ | ტონი კროოსმა თავისი რჩეული დაასახელა
„ოქროს ბურთი კვარამ უნდა მოიგოს“ | ტონი კროოსმა თავისი რჩეული დაასახელა