კლარკი: “თამაში თავადვე გავირთულეთ, სულ ეს იყო“
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბრაზილიამ შოტლანდია 3:0 დაამარცხა და 1/16-ფინალში პირველი ადგილით გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ კლარკი გაღიზიანებული იყო და მცირე კომენტარი გააკეთა.
კლარკი:
„თამაში თავადვე გავირთულეთ, სულ ეს იყო. ბრაზილიას თავად ვაჩუქეთ გოლები და ზუსტად ისეთი თამაში მივეცით, როგორსაც ელოდნენ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მომავალი მატჩები? ახლა ამაზე საერთოდ ვერ ვფიქრობ.“
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის მხრიდან დუბლი შეასრულა ვინისიუს ჟუნიორმა. ერთი გოლი კი კუნიას ანგარიშზეა.
აღნიშნულ მატჩში, მოედანზე ნეიმარი ვიხილეთ, რომელიც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს 3-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. კარლო ანჩელოტიმ ის 76-ე წუთზე შეიყვანა.
ასევე გეტყვით. რომ ვინისიუსი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეხუთე ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთი ტურნირის ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. აქამდე ეს ჯაირზინიომ(1970), რომარიომ(1994), რივალდომ(2000) და რონალდომ(2002) გააკეთეს.