ნეიმარი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ვინისიუსის დუბლი და ნეიმარის დაბრუნება - ბრაზილიამ შოტლანდიას მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბრაზილიამ შოტლანდია 3:0 დაამარცხა და 1/16-ფინალში პირველი ადგილით გავიდა.

ანჩელოტის გუნდის მხრიდან გამორჩეული მატჩი ჰქონდა ვინისიუს ჟუნიორს, რომელმაც დუბლი შეასრულა და ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

რეალის სუპერვარსკვლავმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. 22-ე წუთზე მეორე გოლიც გაიტანა, მაგრამ ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ გაუქმდა. პირველი ტაიმის მიწურულს, ვინისიუსმა მეორე გოლი თავით გაიტანა და შესვენებამდე 2:0 დააფიქსირა.

მეორე ტაიმიც პირველის სცენარით წარიმართა. სელესაო ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა და გულშემატკივრები აღფრთოვანებაში მოყავდა.

მე-60 წუთზე, ბრუნო გიმარაეშის საოცრად გამოზომილი პასი კუნიამ გამოიყენა და მატჩის საბოლოო შედეგი 3:0 დააფიქსირა.

აღნიშნულ მატჩში, მოედანზე ნეიმარი ვიხილეთ, რომელიც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს 3-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. კარლო ანჩელოტიმ ის 76-ე წუთზე შეიყვანა.

ცნობისთვის, ამავე ჯგუფში მეორე ადგილი მაროკომ დაიკავა, რომელმაც პარალელურ მატჩში ჰაიტი 4:2 დაამარცხა.

ასევე გეტყვით. რომ ვინისიუსი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეხუთე ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთი ტურნირის ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. აქამდე ეს ჯაირზინიომ(1970), რომარიომ(1994), რივალდომ(2000) და რონალდომ(2002) გააკეთეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები