ნეიმარი: “ამ დღეს დიდი ხანი ველოდი“
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბრაზილიამ შოტლანდია 3:0 დაამარცხა და 1/16-ფინალში პირველი ადგილით გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ნეიმარმა კომენტარი გააკეთა.
ნეიმარი:
„მინდორზე დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი ხანი ველოდებოდი ამ მომენტს. თავს კარგად ვგრძნობ და ტრავმა წარსულს ჩაბარდა.
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არა ჩემი დაბრუნება, არამედ ბრაზილიის ნაკრების გამარჯვება და ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა იყო.
ფიზიკური ფორმის აღდგენას ეტაპობრივად ვაპირებ. ახლა ჩემთვის თითოეული წუთი, რომელსაც მოედანზე გავატარებ, ძალიან მნიშვნელოვანია.“
აღნიშნულ მატჩში, მოედანზე ნეიმარი ვიხილეთ, რომელიც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს 3-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. კარლო ანჩელოტიმ ის 76-ე წუთზე შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის მხრიდან დუბლი შეასრულა ვინისიუს ჟუნიორმა. ერთი გოლი კი კუნიას ანგარიშზეა.
ასევე გეტყვით. რომ ვინისიუსი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეხუთე ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთი ტურნირის ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. აქამდე ეს ჯაირზინიომ(1970), რომარიომ(1994), რივალდომ(2000) და რონალდომ(2002) გააკეთეს.