მაროკომ 6-გოლიან თრილერში ჰაიტი დაამარცხა | ისიდორის საოცარი გოლი
Aa
Aa

მაროკომ 6-გოლიან თრილერში ჰაიტი დაამარცხა | ისიდორის საოცარი გოლი

2026 წლის მუნდიალის C ჯგუფში მესამე ტურის მატჩები გაიმართა, მაროკომ ჰაიტი 4:2 დაამარცხა, ბრაზილიამ შოტლანდიას 3:0 მოუგო. ბრაზილია 7 ქულით პირველზე გავიდა, მაროკომაც ამდენივე ქულა დააგროვა, შოტლანდია 3 ქულით მესამეა, ჰაიტიმ სამივე თამაში დათმო.

1/16-ფინალში როგორც მაროკოს, ასევე ბრაზილიის სავარაუდო მეტოქეები არიან: ნიდერლანდები, შვედეთი, იაპონია. თუ შოტლანდია საუკეთესო 8 მესამეადგილოსანში მოხვდება, 1/16-ფინალში მისი სავარაუდო მეტოქეები გერმანია, საფრანგეთი, ნორვეგია და მექსიკა არიან.

ჰაიტის ნაკრები მე-10 წუთზე დაწინაურდა, ლენი ჯოზეფის აქტიურობას გოლი მოჰყვა, მაროკოელთა მეკარე ბონოს ავტოგოლი დაფიქსირდა. 39-ე წუთზე ჰაიტელთა მეკარე ჯონი პლასიდემ ბურთი ცუდად მოიგერია, აშჰარფ ჰაკიმმა ახლო მანძილიდან შეაგდო.

43-ე წუთზე უილსონ ისიდორმა საოცარი დარტყმით ჰაიტი დააწინაურა. 25 წლის ფორვარდმა, რომელიც საფრანგეთში დაიბადა, ჰაიტის ეროვნულ ნაკრებში მე-7 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 3 გოლია.

პირველ დამატებულ წუთზე ჰაკიმის საგოლე პასით ისმაელ საიბარიმ ანგარიში გაათანაბრა.

78-ე წუთზე ჩად რიადის საგოლე პასით სუფიან რაჰიმიმ მაროკო დააწინაურა, 89-ე წუთზე სუფიან რაჰიმიმ საგოლე პასი შეასრულა, გოლი გესიმ იასინის ანგარიშზეა.

რაც შეეხება განვლილ შეხვედრებს, ჰაიტი პირველ ტურში შოტლანდიასთან დამარცხდა (0:1), მეორე ტურში - ბრაზილიასთან (0:3). რაც შეეხება მაროკოს, მოჰამედ უაჰბის გაწვრთნილმა გუნდმა ბრაზილიასთან ფრედ 1:1 ითამაშა, შოტლანდიასთან ისმაელ საიბარის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესამე ადგილი ჯგუფში | ბოსნია & ჰერცეგოვინამ კატარი 3:1 დაამარცხა
მესამე ადგილი ჯგუფში | ბოსნია & ჰერცეგოვინამ კატარი 3:1 დაამარცხა