ისტორია დაწერილია | სამხრეთ აფრიკა მუნდიალის ფლეი-ოფში ითამაშებს
Aa
Aa

ისტორია დაწერილია | სამხრეთ აფრიკა მუნდიალის ფლეი-ოფში ითამაშებს

2026 წლის მუნდიალის A ჯგუფის მესამე ტურში უგო ბროოსის გაწვრთნილმა სამხრეთ აფრიკამ სამხრეთ კორეა 1:0 დაამარცხა. სამხრეთ აფრიკის ნაკრები ისტორიაში პირველად მუნდიალზე ჯგუფიდან გავიდა, 1/16-ფინალში კანადას დაუპირისპირდება.

A ჯგუფში მექსიკა, რომელმაც მესამე ტურში ჩეხეთს სამი უპასუხო გოლი გაუტანა, ჯგუფში პირველზე გავიდა, სამხეთ აფრიკა 4 ქულით მეორეა, სამხრეთ კორეამ 3 ქულა დააგროვა და თუ საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვდება, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს გააგრძელებს. ჩეხეთი მუნდიალს 1 ქულით დაემშვიდობა.

სამხრეთ აფრიკა - სამხრეთ კორეის მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, 63-ე წუთზე სამხრეთ აფრიკამ სწრაფი კონტრშეტევა განავითარა, მოედანზე გამოსვლიდან 49 წამში ტშეპანგ მორემიმ საგოლე პასი შეასრულა, ტაპელო მასეკომ მარცხენა ფეხით ეფექტური გოლი შეაგდო.

25 წლის მორემისთვის მუნდიალზე სადებიუტო მატჩი იყო, მექსიკასთან და ჩეხეთთან სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

 

რაც შეეხება განვლილ მატჩებს, სამხრეთ აფრიკა პირველ ტურში მექსიკასთან დამარცხდა (2:0), მეორე ტურში ჩეხეთთან ფრედ ითამაშა (1:1). სამხრეთ კორეამ მუნდიალი გამარჯვებით დაიწყო, ჩეხეთს 2:1 მოუგო, თუმცა შემდეგ მიუნგ-ბო ჰონგის გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა წარუმატებლად ითამაშეს, მექსიკასთან და სამხრეთ აფრიკასთან იდენტური ანგარიშით დამარცხდნენ. 

ამ ეტაპზე 1/16-ფინალში თამაში შემდეგმა გუნდებმა გაინაღდეს: ბრაზილია, მაროკო, შვეიცარია, კანადა, აშშ, გერმანია, არგენტინა, საფრანგეთი, ნორვეგია, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები