ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

გეიჯი-ილიას ბრძოლას ცარუკიანი დააზღვევს | დენა უაითმა დაადასტურა

UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის განცხადებით გეიჯი-თოფურიას ბრძოლას არმან ცარუკიანი დააზღვევს. თუ ილია ან გეიჯი ბრძოლაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ, თუ მაგალითად რომელიმე ტრავმას მიიღებს, ცარუკიანი მზად იქნება და ტრავმირებულს შეცვლის.

მიმდინარე კვირაში UFC-ის ქართველი ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეხვდა. დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში UFC Freedom-ის ღონისძიების მთავარ მონაწილეებს უმასპინძლა და თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. ტრამპთან შეხვედრაზე „ელ მატადორის“ გარდა, მისი ამერიკელი მოწინააღმდეგე ჯასტინ გეიჯი და მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბის მონაწილეები, ალექს პერეირა და სირილ განი იმყოფებოდნენ. თოფურიამ შეხვედრაზე მცირე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებაა. ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაესწრება და სპეციალურ ტრიბუნებზე 4500 ადამიანს განათავსებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები