რომან დოლიძე
Aa
Aa

დოლიძე ჩეჩენმა მებრძოლმა გამოიწვია - „თუ მოვუგე, რეიტინგში გადავასწრებ“

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის დაუმარცხებელმა რუსმა მებრძოლმა, ბაისანგურ სუსურკაევმა, რომელიც რამდენიმე დღეში პრომოუშენში თავის მესამე ბრძოლას გამართავს, მედიადღის ფარგლებში ჟურნალისტებთან ისაუბრა და ამავე წონის ქართველ მებრძოლთან, რომან დოლიძესთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

„ჯორდენ სანტოსი [სუსურკაევის მეტოქე] ცნობილი არაა. ის კარგი მებრძოლია, ალბათ, ბო ნიკალზე ძლიერია, მაგრამ მე ცნობილ მებრძოლებთან დაპირისპირება მინდა.

ბო ნიკალს ჩემი ეშინია, მასთან ჩხუბი არ მაინტერესებს. მინდა, რომან დოლიძეს, მარვინ ვეტორის, ტოპ 15-ის მებრძოლებს ვეჩხუბო. იმედია, სანტოსს დავაფინიშებ და უფრო ცნობილ მეტოქეს შემახვედრებენ.

დოლიძე რეიტინგის მე-14 ნომერია: მას რომ მოვუგო, მე-13 ადგილზე გადავალ. ამის შემდეგ შეიძლება ენტონი ერნანდესთან ჩხუბზე ფიქრიც“.

ცნობისთვის, სუსურკაევი 25 წლისაა და MMA-ში 11-ვე ბრძოლა აქვს მოგებული. UFC-ში სადებიუტო ბრძოლა „მონადირემ“ გასული წლის აგვისტოში გამართა, როცა ერიკ ნოლანს მტკივნეული ილეთით მოუგო, ნოემბერში კი ტექნიკური ნოკაუტით ერიკ მაქკონიკო დაამარცხა.

რაც შეეხება დოლიძეს, მას ზედიზედ ორი წაგება აქვს (აგვისტოში ენტონი ერნანდესთან და მარტში კრისტიან ლეროი დანკანთან). სულ კი „კავკასიელის“ ანგარიშზე 15 მოგება და 5 წაგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენი დაპირისპირება ყველაზე საინტერესო იქნება“ - მახაჩევმა მეტოქეზე ისაუბრა
„ჩვენი დაპირისპირება ყველაზე საინტერესო იქნება“ - მახაჩევმა მეტოქეზე ისაუბრა