„მადლობა უფალს ამ საოცარი დღისთვის“ - თოფურია დონალდ ტრამპს შეხვდა
UFC-ის ქართველი ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეხვდა. დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში UFC Freedom-ის ღონისძიების მთავარ მონაწილეებს უმასპინძლა და თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. ტრამპთან შეხვედრაზე „ელ მატადორის“ გარდა, მისი ამერიკელი მოწინააღმდეგე ჯასტინ გეიჯი და მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბის მონაწილეები, ალექს პერეირა და სირილ განი იმყოფებოდნენ. თოფურიამ შეხვედრაზე მცირე კომენტარი გააკეთა
ილია თოფურია
მადლიერი და აღფრთოვანებული ვარ იმის გამო, რომ საშუალება გვეძლევა თქვენი ხელშეწყობით მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ. მადლობა უფალს ამ საოცარი დღისთვის და იმ დაუვიწყარი გამოცდილებისთვის, რომელსაც ოვალურ ოფისში ყოფნით მივიღებ.
ცნობისათვის, UFC Freedom-ის უნიკალური ღონისძიება თბილისის დროით, 15 ივნისს, გამთენიისას ჩატარდება და მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაცვას ჯასტინ გეიჯისთან შეეეცდება. თეთრი სახლის ეზოში სპეციალურად მოწყობილი ტრიბუნები კი, 4 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი.