„ჩვენი დაპირისპირება ყველაზე საინტერესო იქნება“ - მახაჩევმა მეტოქეზე ისაუბრა
ბოლო პერიოდში ყველა აქტიურად საუბრობს იმის თაობაზე, რომ 15 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფილადელფიაში, UFC 330-ის მთავარი მოვლენა ისლამ მახაჩევსა და იან მაჩადო გარის შორის ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ჩხუბი იქნება . ამას დაემატა თავად ისლამის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული კომენტარი, სადაც ის ამბობდა, რომ იცის ვისაც დაუპირისპირდება და მზადებაც დაწყებული აქვს, თუმცა სულ ბოლო ინტერვიუში დაღესტნელმა მებრძოლმა ყოველივე ეს უარყო.
ისლამ მახაჩევი
პრატესი-მადალენას ჩხუბს პირდაპირ ეთერში ვუყურე და კარლოსმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ჯეკი კი, თითქოს ჩემთან მარცხით ახლაც დემორალიზებული იყო და ამ ბრძოლისთვის ბოლომდე მზად არ აღმოჩნდა. ვისთან უნდა ვიჩხუბო ამის თაობაზე UFC-სგან არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. ვრცელდება ჭორები, რომ იან მაჩადო გარის დავუპირისპირდები, თუმცა ოფიციალურ პირებს ამის შესახებ ჩემთვის ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.
ჩემს დივიზიონში სამი თუ ოთხი პრეტედენტია - კამარუ უსმანი, იან მაჩადო გარი, მაიკლ მორალესი, კარლოს პრატესი... და რა თქმა უნდა შავკატ რახმონოვი, ესეც მეხუთე. ყველა ეს მებრძოლი სატიტულო ჩხუბის მიღებას ელოდება, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი იქნება ჩემი მოწინააღმდეგე, დანარჩენ ოთხს კი ალბათ ერთმანეთში დააწყვილებენ და საუკეთესოებს გამოავლენენ. ვისთან ბრძოლა იქნება ყველაზე საინტერესო? იმის გათვალისწინებით, რომ პრატესი ამჟამად კარიერის საუკეთესო ფორმაში იმყოფება, ალბათ ჩვენი დაპირისპირებით ყველა უდიდეს სიამოვნებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ მსუბუქის შემდეგ, რიგით მეორე, ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონობა ისლამ მახაჩევმა 2025 წლის ნოემბერში მოიპოვა, როდესაც ჯეკ დელა მადალენა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.