ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, იან მაჩადო გარი
Aa
Aa

„შეიძლება ისლამს იგივე დაემართოს“ - თოფურიამ პროგნოზი გააკეთა

ილია თოფურია ამჟამად UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონია, თუმცა მისი მოსაზრებები ქვესაშუალო წონაზე დიდ ინტერესს იწვევს, რადგან „ელ მატადორმა“ არაერთხელ აღნიშნა, რომ მის გეგმებში სამი დივიზიონის ჩემპიონობა შედის და სამომავლოდ ქვესაშუალოში ასვლას არ გამორიცხავს. თუმცა, სანამ ილია ამას გააკეთებს, იქამდე ისლამ მახაჩევმა ჩემპიონის ქამარი სხვა მეტოქესთან უნდა დაიცვას, რომელიც დიდი ალბათობით იან მაჩადო გარი იქნება. დაღესტნელი და ირლანდიელი მებრძოლების დაპირისპირებაზე თოფურიას კომენტარის გაკეთება სთხოვეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„უშანსოდ არავის არის, განსაკუთრებით ისეთი მებრძოლი, როგორიც იან მაჩადო გარია. მას UFC-ში გამოსვლის უდიდესი გამოცდილება აქვს. ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორ დაანოკაუტეს მახაჩევი და რატომ არ შეიძლება ახლაც იგივე განმეორდეს? გარის უზომოდ ვაფასებ და მის საბრძოლო უნარებზე საკმაოდ დიდი წარმოდგენა მაქვს“.

ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაციით UFC 330-ზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი ფილადელფია უმასპინძლებს, მთავარი ბრძოლა ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ტიტულისთვის ისლამ მახაჩევსა და იან მაჩადო გარის შორის უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრატესს გარისთან შეხვედრა სურს - მაჩადო ისლამის შემდეგ მოიცლის
პრატესს გარისთან შეხვედრა სურს - მაჩადო ისლამის შემდეგ მოიცლის