ფრანც ვაგნერი, დენის შროდერი
Aa
Aa

ფინეთი ნახევარფინალში დამარცხდა | გერმანია ბრწყინვალე იყო და პირველი ფინალისტია

ევრობასკეტის პირველ ნახევარფინალში გერმანია ფინეთს დაუპირისპირდა. ეს გუნდები ჯგუფში ერთად იყვნენ და გერმანიამ 91:61 იმარჯვა. ნახევარფინალშიც იგივე სცენარი ვიხილეთ და გერმანიამ დამაჯერებლად მოიგო.

პირველი მეოთხედი გერმანელთა უპირატესობით დაიწყო და დენის შრიოდერმა და კომპანიამ საწყისი პერიოდი 30:26 მოიგეს. მეორე მეოთხედში გერმანიამ მეტოქეზე 10-ით მეტი ქულა ჩააგდო და დიდ შესვენებაზე 61:47-ს იგებდა. მესამე მეოთხედში ფინეთმა ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, თუმცა ამაზე ახლოს გერმანიასთან ვერ მივიდა და საბოლოოდ, 86:98 დამარცხდა.

გერმანიის ნაკრების რიგებში საუკეთესო დენის შროდერი იყო - 26 ქულა, 12 ასისტი, 5 მოხსნა. ფრანც ვაგნერმა 22 ქულა დააგროვა, დანიელ ტაისმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 10 ქულა, 11 მოხსნა. ფინეთის მხრიდან ყველაზე მეტი ოლივიე ნკამუამ ჩააგდო - 21 ქულა, 9 მოხსნა. ლაური მარკანენს 16 ქულა ჰქონდა, იანტუნენმა და მურინენმა 12-12 ქულა მიითვალეს.

შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთი და თურქეთი ხვდებიან. მათი დაპირისპირება დღეს, 22:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კროუფორდისა და თოფურიას ჩხუბი? | როგორია დენა უაითის პოზიცია
კროუფორდისა და თოფურიას ჩხუბი? | როგორია დენა უაითის პოზიცია