ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

„შევეცდებით, ახალწვეულების ადაპტაცია დავაჩქაროთ“ - მარსელინო

მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გასვლითი მატჩის წინ „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა გუნდის ახალწვეულებს ეხებოდა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძეცაა.

რა თქვა მარსელინომ:

„კმაყოფილი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც გვყავს, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გუნდის დაკომპლექტებაში თავისი წვლილი შეიტანა.

მოხარული ვარ, რომ სანაკრებო მატჩების შემდეგ ტრავმირებულები არ გვყავს. ყველა ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს, განსაკუთრებით კარგ ხასიათზე ისინი არიან, ვისმა ნაკრებებმაც საკუთარი მატჩები მოიგეს.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აიოზე პერესი დაგვიბრუნდა და თამაშს შეძლებს. რაც შეეხება ჟერარ მორენოს, ის საერთო ჯგუფს შეუერთდა, თუმცა ჯერ ოპტიმალურ კონდიციებში არაა.

ახალწვეულებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, ძალიან ცოტა დრო გვქონდა მათთან სამუშაოდ, თუმცა დატვირთული კალენდარი გვაქვს, ამიტომ ყველას დახმარება დაგვჭირდება. მაქსიმალურად შევეცდებით, დავეხმაროთ მათ ადაპტაციის დაჩქარებაში.

„ატლეტიკო“ სახიფათო გუნდია, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. სტატისტიკას თუ შევხედავთ, გასულ სეზონში მათ შინ მხოლოდ ერთხელ წააგეს, „ბარსელონასთან“, სადაც 70-ე წუთამდე იგებდნენ. ვფიქრობ, ეს იქნება ორი კარგი გუნდის მატჩი, რომელშიც ფავორიტი არ არსებობს“.

ცნობისთვის, „ატლეტიკო“-„ვილიარეალის“ მატჩი შაბათს, 13 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: დრო, სივრცე და სიმშვიდე - რას მისცემს ჟორჟი ვილიარეალს?
ანალიზი: დრო, სივრცე და სიმშვიდე - რას მისცემს ჟორჟი ვილიარეალს?