„გულწრფელად ისაუბრა, კონფლიქტი ამოწურულია“ - ალონსო ვინიზე
ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ ვინისიუს ჟუნიორთან ინციდენტი ამოწურულია.
„რეალის“ გარემარბმა „ელ კლასიკოში“ შეცვლის დროს უკმაყოფილება ღიად გამოხატა, რის გამოც, შეხვედრის შემდეგ გუნდის წინაშე ბოდიშის მოხდა მოუწია.
„ოთხშაბათს, ორი დასვენების დღის შემდეგ, ყველას შევხვდით. ვინი უნაკლო იყო, გულწრფელად საუბრობდა... და მე კმაყოფილი დავრჩი. ყველაფერი მოგვარებულია.
ეს იყო ძალიან ღირებული და პოზიტიური განცხადება. ის გულწრფელად საუბრობდა იმაზე, რისი შემოტანაც სურს გუნდში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რაც მან თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს უთხრა. საკითხი ოთხშაბათს დაიხურა.
ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ, ერთი მიმართულებით ვცურავთ“,
– განაცხადა „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა.
ვინისიუსმა ქომაგებს ბოდიში სოციალური ქსელიდან მოუხადა. გუნდს კი სავარჯიშო სესიის დასაწყისის დროს მიმართა.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        