ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

სპალეტი ნაპოლის ტატუზე: ეს ქალაქი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში

ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ ნეაპოლი მის გულში სამუდამოდ დარჩება.

2023 წელს, იტალიელმა მწვრთნელმა „ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ სკუდეტომდე მიიყვანა. ამ მოვლენის აღსანიშნავად, მან ხელზე კლუბის ემბლემა და სკუდეტო ციფრით 3 დაიხატა.

გუშინ 66 წლის სპეციალისტი „იუვენტუსის“ ახალ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინეს.

„ყველა ქალაქში, სადაც კი ვყოფილვარ, რაღაც განსაკუთრებულს ვტოვებდი. ნეაპოლში რაღაც ამაღელვებელი ვიგრძენი, გავაცნობიერე ფეხბურთის სილამაზე და ის, რასაც მივაღწიეთ – ფანტასტიკური და მნიშვნელოვანი სკუდეტო. ამ ხალხთან განსაკუთრებული კავშირი დავამყარე. ჩემი მხრიდან ეს არ შეიცვლება. დღეს სისხლის ანალიზი ავიღე და ეს მარჯვენა ხელზე გავაკეთე, რადგან მარცხენაზე ტატუ მაქვს და არ მინდოდა, იქ რამეს შეხებოდნენ. ჩემთვის არაფერი შეიცვლება. ნეაპოლში ყოველთვის ბევრი მეგობარი მეყოლება. ისინი მწერდნენ კიდეც. მე დავბრუნდები ნეაპოლში, ეს ქალაქი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში, მიუხედავად ჩემი პროფესიული გადაწყვეტილებებისა“ – განაცხადა სპალეტიმ.

ცნობისთვის, ლუჩანომ „იუვენტუსთან“ 2026 წლის 30 ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი. მასში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების ორი წლით გახანგრძლივება არის შესაძლებელი.

გეტყვით ასევე, რომ სერია A-ს 9 ტურის შემდეგ, „ბებერ სინიორს“ 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციას იკავებს. ტურინელთა მომდევნო გაჩერება „კრემონეზეა“, რომელსაც პირველ ნოემბერს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი პირველი ვარიანტი აღარაა | რას წერს პორტუგალიური პრესა
ქოჩორაშვილი პირველი ვარიანტი აღარაა | რას წერს პორტუგალიური პრესა