„ეს სავარჯიშო ბანაკი არ არის“ - საუდის არაბეთის უარი მესის
ლიონელ მესის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად საუდის არაბეთის კლუბში გადასვლა სურდა.
ამის შესახებ ერ-რიადის Mahd-ის ნიჭიერთა განვითარების აკადემიის გენერალურმა მენეჯერმა, აბდულა ჰამადმა, საუდის არაბეთის გამოცემა Thmanya-ს პოდკასტში განაცხადა.
„გასულ ზაფხულს მესის გუნდი დამიკავშირდა, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის დროს. მას საუდის არაბეთში თამაში სურდა, როცა ამერიკული ლიგის ოთხთვიანი შესვენება იქნებოდა, რათა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადება შესძლებოდა.
იგივე იყო ბექჰემთანაც, როდესაც ის MLS-ში თამაშობდა, შემდეგ კი „მილანში“ გადავიდა. მე წინადადება მინისტრს წარვუდგინე, მაგრამ მან უარი თქვა მესის მხოლოდ ოთხი თვით ჩამოსვლის ნებაზე, და საკითხი დაიხურა.
მან თქვა, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი სავარჯიშო ბანაკი არ გახდებოდა“,
– განაცხადა ჰამადმა L’Equpe-სთან საუბრისას.
ცოტა ხნის წინ, 38 წლის არგენტინელმა „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად და რომელ კლუბში გააგრძელებს მესი მომზადებას, როდესაც ამერიკაში 4-თვიანი პაუზა გამოცხადდება. ადრე მსგავს სიტუაციაში ტიერი ანრი ლონდონის „არსენალში“ დაბრუნდა. საინტერესოა, გააკეთებს თუ არა ლეო იმავეს...