სლოტი: თამაშის სტილის სრულად შეცვლაში აზრს ვერ ვხედავ
არნე სლოტი „ლივერპულის“ ტაქტიკის რადიკალურად შეცვლის აზრს ვერ ხედავს. მერსისაიდულმა კლუბმა ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო.
„ქალაქელების“ მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს, მნიშვნელოვანია თუ არა ახლა თამაშის დაცვიდან აგება და არა შეტევაზე კონცენტრირება.
„ეს ეწინააღმდეგება ჩემს შეხედულებებს, მაგრამ მე თამაშები ადრეც მომიგია. მაგალითად, გასვლით თამაშში „მანჩესტერ სიტისთან“, რაც ჩემი შეხედულებების საწინააღმდეგოდ წავიდა, მაგრამ მეორე ტაიმში სწორედ ასე უნდა გვეთამაშა. მე მზად ვიქნებოდი გარკვეულ სიტუაციებთან ადაპტაციისთვის, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ საქმე იმაშია, რომ მომენტებს ზედიზედ ვუშვებდით ან რომ ზედმეტად გახსნილები ვართ. ვფიქრობ, თითქმის ყველა თამაშში, გარდა „კრისტალ პალასთან“ (0:3) და „ბრენტფორდთან“ (2:3) მატჩებისა, გაცილებით მეტს ვიმსახურებდით, ვიდრე მივიღეთ, და პრაქტიკულად არ ვუშვებდით მომენტებს. მე აზრს ვერ ვხედავ იმაში, რომ თამაშის სტილი სრულად შევცვალოთ, მაგრამ ნამდვილად გვჭირდება უკეთ თამაში და გოლების არგაშვება“, – თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას მერსისაიდელები ინგლისის პრემიერლიგაში საკუთარ სტადიონზე, „ასტონ ვილასთან“ გამართავენ, რომელიც შაბათს, თბილისის დროით, ღამის 12:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, სატურნირო ცხრილში „ლივერპული“ 15 ქულით, მე-7 ადგილს იკავებს.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                        