სტეფ კარი
Aa
Aa

„NBA-ის ისტორიაში ახლა ყველაზე ოსტატური ეპოქაა“ - სტეფ კარი

„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ლიდერმა, სტეფ კარიმ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) თანამედროვე დონეზე ისაუბრა და შეადარა იმ პერიოდს, როდესაც ის ლიგაში კარიერას იწყებდა.

რა თქვა კარიმ:

„კარგი იქნება კარიერის დასრულება იმის გააზრებით, რომ ლიგა უკეთესი გახადე იმასთან შედარებით, თუ როგორი იყო ის შენი კარიერის დასაწყისში. პარალელებს თუ გავავლებთ, ახლა კალათბურთელებს უფრო მრავალფეროვანი უნარები აქვთ.

ბიჭები სამქულიანებს ნებისმიერი პოზიციიდან ისვრიან, ეს შეუძლია ყველას, პირველიდან მეხუთე ნომრის ჩათვლით. ლიგას ახლა ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი და ოსტატური ეპოქა უდგას.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა კალათბურთელებმა ნახონ ჩემი თაობის და პირადად ჩემი თამაში - მინდა, რომ ეს მათთვის შთაგონების წყარო გახდეს“.

37 წლის კარი NBA-ში მე-17 სეზონს დაიწყებს. კარიმ მთელი კარიერა „უორიორსში“ გაატარა, სადაც ოთხჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი, 2-ჯერ გახდა სეზონის MVP, ერთხელ კი ფინალის MVP.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯეიმსი კარიზე - „მან კალათბურთი სრულიად შეცვალა“
ჯეიმსი კარიზე - „მან კალათბურთი სრულიად შეცვალა“