ტონი პარკერი
Aa
Aa

NBA-ის და ევროლიგის ერთობლივი ტურნირი? | ტონი პარკერის ინიციატივა

„სან ანტონიო სპურსის“ ლეგენდა ტონი პარკერი, რომელიც ამჟამად ფრანგული „ლიონ-ვილერბანის“ პრეზიდენტია, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას (NBA), ევროლიგასა და ფიბა-ს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

„თუ ევროლიგა, NBA და ფიბა თანამშრომლობის გზებს გამონახავენ და ძლიერ ლიგას შექმნიან, ეს ევროპული კალათბურთისთვის ფანტასტიკური იქნება. მთავარია, სამ მხარეს შორის შეთანხმების მიღწევა მოხერხდეს.

NBA მთელ მსოფლიოში ცნობილი ბრენდია. ევროპაში ყველამ იცის NBA-ის შესახებ და ეს კალათბურთის დონეს და პოპულარობას აამაღლებდა“.

ცნობისთვის, NBA-ის კლუბებს შორის პირველი ოფიციალური მატჩი უცხო ქვეყანაში 1990 წელს გაიმართა - „ფინიქსისა“ და „იუტას“ მატჩს ტოკიომ უმასპინძლა, ევროპელი გულშემატკივრები კი პირველ ასეთ შეხვედრას 2011 წლამდე ელოდებოდნენ: როცა ლონდონში ერთმანეთს „ნიუ ჯერსი ნეტსი“ და „ტორონტო რეპტორსი“ დაუპირისპირდნენ.

2013 წლიდან კი უცხო ქვეყნებში ჩასატარებელი მატჩები NBA-იმ „გლობალური თამაშების“ ბრენდის ქვეშ გააერთიანა. მას შემდეგ NBA-ის ოფიციალური მატჩები არაერთხელ ჩატარდა მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთში. 2026 წელს „მემფისისა“ და „ორლანდოს“ შეხვედრას ბერლინმა უნდა უმასპინძლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გალინარი ნაკრებს დაემშვიდობა - იტალიელებმა ლეგენდა გააცილეს
გალინარი ნაკრებს დაემშვიდობა - იტალიელებმა ლეგენდა გააცილეს