მერვედფინალის MVP და მთავარი სენსაცია | FIBA Eurobasket გამოკითხვას ატარებს
ევრობასკეტის მერვედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ FIBA Eurobasket-ის ოფიციალურ გვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს. გულშემატკივრებმა მერვედფინალის მთავარი სენსაციის ავტორი ნაკრები და MVP უნდა გამოავლინონ.
ნომინანტებს შორის საქართველოს ნაკრების წარმომადგენელსაც ვხედავთ. ევრობასკეტის ოფიციალურმა გვერდმა კამარ ბოლდუინი გამოარჩია, რომელმაც საფრანგეთის წინააღმდეგ 24 ქულა მიითვალა. მისი კონკურენტები ნიკოლა იოკიჩი, ლუკა დონჩიჩი, იანის ანტეტოკოუნმპო და კრისტაპს პორზინგისი არიან.
რაც შეეხება სენსაციის ავტორებს, გასაკვირი არავისთვისაა, რომ რჩეულთა შორის საქართველოსაც ვხედავთ. ალექსანდერ ჯიკიჩის გუნდმა საფრანგეთი გამოაგდო და ჩვენი კონკურენტები ფინეთი და სლოვენია არიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში პირველად გავიდა. ჩვენი მეტოქე ფინეთია, რომელთანაც 10 სექტემბერს ვითამაშებთ. მატჩი თბილისის დროით, 18:00-ზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი მეტოქე გერმანიისა და სლოვენიის წყვილის საუკეთესო იქნება.