საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები | ერთა ლიგის კალათები და 4 მატჩი სექტემბერში
უეფა-ს ერთა ლიგის კალათები ცნობილია. საქართველოს ნაკრები B დივიზიონში ასპარეზობს და მესამე კალათაში მოხვდა. „ჯვაროსნებთან“ ერთად სლოვენია, ირლანდია და რუმინეთი არიან.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2026 წლის დასაწყისში გაიმართება. რაც შეეხებათ ჩვენს სავარაუდო მეტოქეებს, კალათებში გუნდები ასე გადანაწილდნენ: პირველი კალათა - შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი. მეორე კალათა - შვეიცარია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა. მეოთხე კალათა - შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, კოსოვო.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლიდან სანაკრებო კალენდრის განახლებულ ფორმატს ვიხილავთ. ოქტომბრის სანაკრებო პაუზა მთლიანად გაუქმდება და სექტემბრის ფანჯრის ხანგრძლივობა გაიზრდება. შესაბამისად, 2026 წლიდან ეროვნული ნაკრებები სექტემბერში ოთხ შეხვედრას გამართავენ ორის ნაცვლად.
საქართველოს ნაკრები 2026 წლის სექტემბერში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ოთხ შეხვედრას გამართავს, მეხუთე და მეექვსე ტურის თამაშები კი 11-16 ნოემბერს არის ჩანიშნული. პლეიოფები და დასარჩენი/გასავარდნი შეხვედრები 25-30 მარტს გაიმართება.