კილიან მბაპე, სამირ ნასრი
Aa
Aa

„უკვე უნარშეზღუდული მგონია“ - ნასრი მბაპეს ცხოვრებამ შოკში ჩააგდო

რამდენიმე დღის წინ ფრანგულ პრესაში კილიან მბაპეს დედის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რამაც უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. ფაიზი ლამარიმ შვილის თაობაზე ბევრი აქამდე უცნობი ისტორია მოჰყვა, რამაც ყველა გააოცა. კერძოდ, როგორც აღმოჩნდა, კილიანმა საბანკო ბარათის მოხმარების წესები 22 წლამდე არ იცოდა და უსაფრთხოების მიზნით მართვის მოწმობას დღემდე არ იღებს და მძღოლის მომსახურებით სარგებლობს. პირველი, ვინც ამ ყველაფრით აღშფოთდა და ეს ყველაფერი არ დამალა, წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი სამირ ნასრი გახლდათ, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მბაპეს დედის ნათქვამმა შოკში ჩამაგდო. ისეთი რაღაც გავიგე, რომ კილიანი უნარშეზღუდული ადამიანი მგონია, რომელსაც ყველაფერში გარშემო მყოფი პირების დახმარება სჭირდება. არადა, მამაკაცად რომ გაიზარდოს, გზადაგზა შეცდომებიც უნდა დაუშვა, რადგან მხოლოდ ასე განვითარდება. თანამედროვე ეპოქაში მის ასაკში მართვის მოწმობის გარეშე ყოფნა ნორმალურ მოვლენად არ მიმაჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ დაოჯახებულიც არ არის, გამოდის, რომ პირადი სივრცე არ აქვს და ისე რომ, მძღოლმა არ გაიგოს, ვერსად ვერ წავა. ეს ნამდვილი საშინელებაა“.

ცნობისათვის, საქვეყნოდ ცნობილია, რომ დედას კილიან მბაპეზე დიდი გავლენა აქვს და მის ყველა კონტრაქტსა და თუ ტრანსფერზე, სხვადასხვა კლუბები მოლაპარაკებებს პირველ რიგში სწორედ ფაიზი ლამარისთან აწარმოებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო წუთზე კვარამ რაც გააკეთა, ჩემთვის სულერთია, არაფერში მაინტერესებს“ | მბაპეს მამა
„ბოლო წუთზე კვარამ რაც გააკეთა, ჩემთვის სულერთია, არაფერში მაინტერესებს“ | მბაპეს მამა