არმან ცარუკიანი, დენ ჰუკერი
Aa
Aa

„მასთან ბრძოლას დავთანხმდები“ - ცარუკიანმა ჰუკერი არ უარყო

ბოლო პერიოდში სხვადასხვა სპორტული მედიის საშუალებით აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ არმან ცარუკიანის მომდევნო მეტოქე დენ ჰუკერი იქნება, რასაც როგორც ერთი, ასევე მეორე მებრძოლი კატეგორიულად უარყოფდა. ვითარება არსებითად ახლაც არ შეცვლილა, თუმცა სომეხმა თემასთან დაკავშირებით მაინც გასცა კონკრეტული პასუხი, რის შემდეგაც ამ ბრძოლის ჩანიშვნა კიდევ უფრო რეალური გახდა.

არმან ცარუკიანი

ბრძოლის ჩატარებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კონტრაქტი არ გაფორმებულა, თუმცა დენ ჰუკერთან დაპირისპირების შანსი მართლაც არსებობს. საიდან წამოვიდა ეს ჭორები? მე ვთქვი, რომ კატარში სიამოვნებით ვიჩხუბებდი, შემდეგ დენმაც იგივე გაიმეორა და ჟურნალისტებმაც ყველაფერი გააზვიადეს.

ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ UFC-ის ხელმძღვანელებმა რომ დამირეკონ და მომმართონ შეკითხვით, მსურს თუ არა მასთან ჩხუბი, აუცილებლად დავთანხმდები.

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანი ბოლოს ოქტაგონში 2024 წლის აპრილში შევიდა და ჩარლზ ოლივეირა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება დენ ჰუკერს, ასევე მსაჯთა გაყოფილი ჰადაწყვეტილებით 2024 წლის აგვისტოში მატეუშ გამროტი დაამარცხა, ხოლო თებერვალში ხელზე ოპერაცია გაიკეთა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ან მეჩხუბოს, ან ტიტული დათმოს“ - ცარუკიანი თოფურიას არ ეშვება
„ან მეჩხუბოს, ან ტიტული დათმოს“ - ცარუკიანი თოფურიას არ ეშვება