„მეთქი, რას აკეთებს?“ | მერაბ დვალიშვილის სასაცილო ვიდეო
მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში სასაცილო ვიდეო გამოაქვეყნა. „მანქანა“ ილია თოფურიასთან ერთად ესპანეთში იმყოფებოდა და „ელ მატადორთან“ გასამართ სპარინგამდე განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეო გაგვიზიარა.
„მანქანამ“ ერთადერთ გზას მიაგნო, რათა სპარინგებისას ილიას ტექნიკასა და დონეს გამკლავებოდა. დვალიშვილმა გადაწყვიტა, ხელთათმანების გაკეთებამდე ხელებზე ქვები დაემაგრებინა, რის წყალობითაც მისი დარტყმები ბევრად მტკივნეული გახდებოდა.
რა თქმა უნდა, მერაბი ხუმრობდა. მან სცადა, ყველაფერი თოფურიასგან ფარულად გაეკეთებინა, მაგრამ რამდენიმე ქვა გადმოუვარდა. „ელ მატადორმა“ გაოცებულმა შეხედა და დვალიშვილმა სიცილი ვერ შეიკავა.
„მეთქი, რას აკეთებს...“ — ამბობს UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი. „ილია თოფურიას ასე ვესპარინგები,“ — აცხადებს დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანთან მარცხის შემდეგ მერაბი ალიკანტეში იმყოფებოდა და „ელ მატადორთან“ ვარჯიშობდა. მის ვიდეოს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მერაბს ხუმრობა მოუწონეს.