საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ნიკოლო სკირამაც დაადასტურა | უდინეზე გოგლიჩიძის გასაშვებად მზადაა

„უდინეზეს“ ქართველ ფეხბურთელს, საბა გოგლიჩიძეს, ბოლო პერიოდში სათამაშო დრო პრაქტიკულად აღარ ეძლევა. „შავ-თეთრების“ მთავარი მწვრთნელი, კოსტა რუნიაიჩი, მას აღარ ენდობა და არის შანსი, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ადგილსამყოფელი გამოიცვალოს.

ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ, ეს ინფორმაცია დაადასტურა. სკირამ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა:
„საბა გოგლიჩიძეს კოსტა რუნიაიჩის გეგმებში ცენტრალური ადგილი აღარ უკავია და შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უდინეზე დატოვოს.“

ცნობისთვის, გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში ბოლოს „იუვენტუსთან“ შეხვედრაში გამოჩნდა, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართა. მას შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა „უდინეზეს“ მაისურით მხოლოდ ერთხელ, „ნაპოლისთან“ მატჩში რამდენიმე წუთით ითამაშა.

გოგლიჩიძეს კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში დაიწერა, რომ მისით „ტორინო“ და „ბოლონია“ არიან დაინტერესებულნი, ხოლო Transfermarkt-ზე საბას საბაზრო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დონარუმა სერია A-ში დაბრუნებაზე ფიქრობს | აგენტი
დონარუმა სერია A-ში დაბრუნებაზე ფიქრობს | აგენტი