რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

U21 საქართველო-საბერძნეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უეფას 2027 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა Biletebi.ge-ზე არის შესაძლებელი, ბილეთების ფასი კი 5 ლარიდან იწყება. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00-ზე დაიწყება.

მოახლოებული სანაკრებო პაუზის ფარგლებში 21-წლამდელები 26 სექტემბერს საბერძნეთს უმასპინძლებენ, 1 ოქტომბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას, 6 ოქტომბერს კი ასევე სტუმრად გერმანიას დაუპირისპირდებიან.

7 მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდს 9 ქულა აქვს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. პირველ-მეორე ადგილებს 18-18 ქულით გერმანია და საბერძნეთი იყოფენ, ჩრდილოეთ ირლანდიას კი 10 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UEFA-მ გამონაკლისი დაუშვა | ჩრდ. ირლანდიასთან მატჩს მხოლოდ ბავშვები დაესწრებიან
UEFA-მ გამონაკლისი დაუშვა | ჩრდ. ირლანდიასთან მატჩს მხოლოდ ბავშვები დაესწრებიან