იური ტაბატაძე
Aa
Aa

როდის დაბრუნდება ტაბატაძე | კადისში ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრეს

„კადისის“ ერთ-ერთმა საფეხბურთო დირექტორმა, მარიო ფუენტესმა იური ტაბატაძეზე ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელი მძიმე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და ფუენტესმა მისი დაბრუნების თარიღი დაასახელა.

„აუცილებელია იური ტაბატაძე ვახსენოთ, რომელიც რამდენიმე თვეში დაგვიბრუნდება. ველოდებით, რომ ის სათამაშოდ მზად ორ თვეში იქნება. ვეცდებით, გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე დაუბრუნდეს“.

ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა 18 იანვარს, „ალბასეტესთან“ შეხვედრაში მიიღო. მე-10 წუთზე იურის შეცვლა გახდა საჭირო და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ქართველმა ფეხბურთელმა ოპერაცია ჩაიტარა და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

ცნობისთვის, „კადისმა“ 2026/27 წლების სეზონი ცუდად დაიწყო. იური ტაბატაძისა და გიორგი გოჩოლეიშვილის გუნდმა ოთხი შეხვედრა გამართა — სამი ფრედ დაასრულა, ერთი კი წააგო. „კადისს“ 3 ქულა აქვს და მე-18 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე | ვილიარეალი დორტმუნდთან დამარცხდა
მიქაუტაძის საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე | ვილიარეალი დორტმუნდთან დამარცხდა