იაია ტურე
Aa
Aa

„პსჟ-სთან თამაშით სიამოვნება უნდა მივიღოთ“ - იაია ტურე

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩს ბრატისლავის „სლოვანის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისური „იბერია 1999“ დაამარცხა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სლოვაკური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, იაია ტურემ პარიზელთა ძლიერ მხარეებზე ისაუბრა და საკუთარი გუნდის ამოცანა დაასახელა.

„პსჟ-ს დიდ პატივს ვცემთ. ასეთი მეტოქეების წინააღმდეგ იშვიათად თამაშობ, ამიტომ მინდა, რომ ფეხბურთელებმა სიამოვნება მიიღონ ისეთი ძლიერი ოპონენტების წინააღმდეგ თამაშით, როგორებიც არიან დეზირე დუე, ფერან ტორესი ან უსმან დემბელე.

ნეგატიური განწყობა არ გვაქვს. პსჟ-თან, ბარსელონასთან, რეალთან ან არსენალთან თამაში ყოველთვის დიდი დღესასწაულია, რომლითაც უნდა დავტკბეთ. პსჟ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მათთან ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ასეთი გამოწვევები აუცილებელია განვითარებისთვის“.

ცნობისთვის, პსჟ-სლოვანის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიო არ თვლის, რომ რეალთან ვალშია და ლიგის მოგება მართებდა
მოურინიო არ თვლის, რომ რეალთან ვალშია და ლიგის მოგება მართებდა