ატლეტიკო, ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის დებიუტი ატლეტიკოსთან - ვილიარეალი დამარცხდა

ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ატლეტიკოს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. როხიბლანკომ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა, თუმცა ყველაზე საინტერესო ეს არ იყო.

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალში გადავიდა და დღეს მისი დებიუტი შედგა. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

აღსანიშნავია, რომ მთლიანად ვილიარეალს ჰქონდა ცუდი მატჩი და ჟორჟს ბევრი სივრცე არ ექმნებოდა. პირიქით, მწვავე პასებს სწორედ მიქაუტაძე აკეთებდა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

ანგარიში მე-9 წუთზე ბარიოსმა გახსნა და მადრიდულმა გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. მეორე ნახევარი როხიბლანკომ უფრო აქტიურად დაიწყო და 52-ე წუთზე ნიკო გონსალესმა ყვითელი წყალქვეშა ნავის კარი აიღო.

რაც შეეხება ჟორჟს, ის მინდორზე 79-ე წუთამდე დარჩა და შემდეგ მარსელინიომ შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ვილიარეალს 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში მიქაუტაძის გუნდი ოსასუნას უმასპინძლებს, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე ტოტენჰემს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები