ნოდარ ლომინაძე
Aa
Aa

საჯარიმოში შეიჭრა და გაიტანა | ლომინაძის სადებიუტო გოლი პორტუგალიაში

პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში „ეშტორილის’’ ქართველმა ნახევარმცველმა ნოდარ ლომინაძემ მეოთხედ ითამაშა და სადებიუტო გოლი შეაგდო. მე-5 ტურში ავს-თან საშინაო შეხვედრის მე-12 წუთზე ლომინაძემ მეტოქის საჯარიმოში ორ ფეხბურთელს აჯობა და მეკარეს ახლო მანძილიდან გაუტანა.

 

72-ე წუთზე ლომინაძე შეცვალეს, როცა ანგარიში 3:0 იყო. საბოლოოდ, ლომინაძის გუნდმა ეს მატჩი 3:1 მოიგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, რომელიც ბულგარეთთან ცვლილებაზე გამოვიდა და სადებიუტო მატჩში თავი კარგად წარმოაჩინა, პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მე-4 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოდან დაიწყო).

მიმდინარე სეზონში „ეშტორილმა’’ მე-5 მატჩი გამართა და პირველად გაიმარჯვა, დღევანდელ მატჩამდე ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა და ორი დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: დრო, სივრცე და სიმშვიდე - რას მისცემს ჟორჟი ვილიარეალს?
ანალიზი: დრო, სივრცე და სიმშვიდე - რას მისცემს ჟორჟი ვილიარეალს?