არველაძის გამარჯვება | 10-კაციანმა ქასიმფაშამ ქარაგიუმრუქს მოუგო
თურქეთის სუპერ ლიგის მე-5 ტურში „ქარაგიუმრუქი’’ შინ „ქასიმფაშასთან’’ 0:1 დამარცხდა. შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ქასიმფაშამ’’ მიმდინარე სეზონში მე-4 მატჩი გამართა, სამი მარცხის შემდეგ პირველი სამი ქულა მოიპოვა. „ქასიმფაშა’’ 31-ე წუთზე ქარდიოღლუს ავტოგოლით დაწინაურდა და საბოლოოდ ეს გოლი მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 76-ე წუთზე არბიტრმა „ქასიმფაშას’’ ფორვარდი პეპე ჰაბიბ გეიე მოედნიდან გააძევა, დარჩენილ დროში არველაძის გუნდმა რიცხვობრივ უმცირესობაში ითამაშა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.
„ქარაგიუმრუქის'' სათადარიგოთა სკამზე 22 წლის ქართველი ცენტრალური მცველი ნიკოლოზ უგრეხელიძე იჯდა, არ უთამაშია.
მომდევნო ტურში, 17 სექტემბერს „ქასიმფაშა’’ „სამსუნს’’ ესტუმრება, „ქარაგიუმრუქი'' „ბასაქშეჰირს'' მიიღებს.