ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო შემადგენლობა | რას წერს Le Parisien

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას „ლანსის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14 სექტემბერს არის ჩანიშნული, მას „პარკ დე პრენსი“ უმასპინძლებს და თბილისის დროით, 19:15-ზე დაიწყება.

პარიზელები დეზირე დუესა და უსმან დემბელეს გარეშე იასპარეზებენ, რომლებმაც საფრანგეთის ნაკრებში ყოფნისას ტრავმები მიიღეს. Le Parisien-ის მიხედვით, პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება: შევალიე, მარკინიოსი (ან პაჩო), ზაბარნი, ბერალდო, ზაირ-ემერი, მაიული, ვიტინია (ან ნევეში) რუისი, კვარაცხელია, ლი, რამუში.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა დასძენს, რომ ლუის ენრიკე სათადარიგოთა სკამზე იჯდება. ესპანელი სპეციალისტი ველოსიპედიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი მოიტეხა. ენრიკეს ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც Le Parisien წერს, ის „ლანსთან“ მატჩში გუნდს პირადად უხელმძღვანელებს.

„ლანსთან“ თამაშამდე, „პარი სენ-ჟერმენის“ გასახდელში გამოკითხვა ჩატარდება, რათა კაპიტნის, მეორე კაპიტნის, მესამე კაპიტნისა და მეოთხე კაპიტნის ვინაობა გაირკვეს. ჯანლუიჯი დონარუმამ და პრესნელ კიმპემბემ გუნდი დატოვეს და ფეხბურთელებმა მათი შემცვლელები უნდა დაასახელონ. მოსალოდნელია, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანი კვლავინდებურად მარკინიოსი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები | ერთა ლიგის კალათები და 4 მატჩი სექტემბერში
საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები | ერთა ლიგის კალათები და 4 მატჩი სექტემბერში