ისლამ მახაჩევი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„რომელიმე საჩემპიონო რაუნდში მოუგებს“ - პროგნოზი ისლამის გამარჯვებაზე

რაც უფრო ახლოვდება 15 ნოემბერი, მით უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს პროგნოზს ისლამ მახაჩევსა და ჯეკ დელა მადალენას შორის გასამართ ბრძოლაში გამარჯვებულის შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ დაღესტნელმა ახალ წონით კატეგორიაში უნდა მოსინჯოს ძალები, აბსოლუტური უმრავლესობა შანსებს თანაბრად აფასებს, თუმცა ასე არ თვლის UFC-ის ყოფილი მებრძოლი დენ ჰარდი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„კარგად ვიცი, თუ რამდენად მრავალფეროვანი მომზადების სტრატეგია აქვს ბრძოლისთვის ისლამ მახაჩევს, ამიტომაც ის ცალსახა ფავორიტად მიმაჩნია. ისლამს ძლიერი ყბა აქვს და საკმაოდ რთულ დარტყმებს უძლებს, პარალელურად კი თავადაც ძლიერია სტრაიკინგში. ამის შემდეგ კი, საქმეში მისი საჭიდაო უნარები ერთვება და ყველაფერი სრულდება იმით, რაც საკმაოდ ბევრჯერ გვინახავს. ამჯერადაც ასე მგონია - მახაჩევი მეოთხე, ან მეხუთე რაუნდში საბმიშენით გაიმარჯვებს“.

ცნობისათვის, მსუბუქ წონაში საჩემპიონო ტიტულის ოთხჯერ დაცვის შემდეგ, ისლამ მახაჩევმა დივიზიონი შეიცვალა და ქვესაშუალოში აინაცვლა, სადაც ქამრის მოგებას შერეულ ორთაბრძოლებში 18 მოგებისა და 2 წაგების მქონე ჯეკ დელა მადალენასთან შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევის მენეჯერი: თოფურიასა და გეიჯის ბრძოლა - ეს ავტოავარიაა
მახაჩევის მენეჯერი: თოფურიასა და გეიჯის ბრძოლა - ეს ავტოავარიაა