მახაჩევი: ხალხს უნდა, მაგრამ მე 70 კგ-მდე ჩამოსვლა და ტანჯვა არ მინდა
ისლამ მახაჩევმა Матч ТВ-სთან ინტერვიუში ბევრ თემაზე ისაუბრა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ილია თოფურიასთან შესაძლო ბრძოლა იყო, რასაც დაღესტნელი მებრძოლი კიდევ ერთხელ შეეხო.
- ჯეკ დელა მადალენასთან გაქვს ბრძოლა. მაგრამ ყველა საუბრობს მახაჩევი - თოფურიას ბრძოლაზე, არ ტოვებენ ამ თემას. ეს შენთვის საინტერესოა?
„ვფიქრობ, დიახ. კარგი იქნებოდა, როგორც ფანებისთვის, ასევე ჩემთვისაც საინტერესოა. რადგან პირველ რიგში ამ ბრძოლაზე საუბრობენ“.
- შენთვის ის საინტერესოა, რადგან მასზე საუბრობენ? თუ პირადად შენთვისაა ბრძოლა საინტერესო?
„რით შეიძლება იყოს ჩემთვის საინტერესო? რას მომიტანს ის, თუ 70 კგ-ზე დავწევ წონას და ილია თოფურიას მოვუგებ? ისევ მოვიგებ ქამარს? ის უკვე მაქვს. ხალხისთვის პირველ რიგში ის არის საინტერესო. ჩემთვის არ არის საინტერესო წონის 70 კგ-მდე ჩამოყვანა, ისევ საკუთარი თავის ტანჯვა. ჩემთვის საინტერესოა 77 კგ-ზე ბრძოლა, ჭამა, კემპზე მშვიდად მომზადება და ბრძოლა.
ვუყურებ 70 კგ კატეგორიის მებრძოლებს და ვფიქრობ: „მეც ასევე უხასიათოდ ვიქნებოდი!“
- განაცხადა მახაჩევმა.
შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბრის ღამეს მახაჩევი UFC-ის ნახევრადსაშუალო წონის ჩემპიონ ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ იბრძოლებს. მათი სატიტულო ბრძოლა იქნება UFC 322-ის მთავარი მოვლენა, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართება.