„ჭიდაობაში არცთუ ისე კარგია“ - ისლამმა მადალენა დაახასიათა
ისლამ მახაჩევი უკვე რამდენიმე კვირაა ნიუ-იორკშია ჩასული და ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ორთაბრძოლისთვის ადგილზე ემზადება. მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, რომელმაც მიზნად კიდევ ერთ დივიზიონში გაჩემპიონება დაისახა, კარგად აცნობიერებს, რომ ჯეკ დელა მადალენას სახით ძალიან სერიოზული მეტოქე ჰყავს, თუმცა ამის გამო თავდაჯერებულობას არ კარგავს და იმედი აქვს რომ გაიმარჯვებს.
ისლამ მახაჩევი
მადალენა მედიის მხრიდან ნაკლებად გარეკლამებული სპორტსმენია, თუმცა საბრძოლო უნარებით ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია. მის ბრძოლებს დიდი ხანია ვაკვირდები. მართალია საჩემპიონო შეხვედრებში მონაწილეობის არცთუ მდიდარი გამოცდილება აქვს, მაგრამ მუდამ ცივსისხლიანად იბრძვის. ვნახე ჯეკის ისეთი ჩხუბიც, სადაც ორრაუნდნახევარი უშანსოდ მარცხდებოდა, თუმცა ბოლო ორ წუთში მობილიზება შეძლო და გაიმარჯვა, რაც მის მებრძოლ ხასიათზეც მიუთითებს. სუსტი წერტილი ბევრი არ აქვს, დგომში ძალიან მაგარია, ჭიდაობაში კი არცთუ კარგი.
საუბრის ბოლოს ისლამ მახაჩევს ჰკითხეს, ისახავს თუ არა მიზნად სამი დივიზიონის ჩემპიონობას, რაზეც უარყოფითი პასუხი გასცა და ნახევრადხუმრობით აღნიშნა, რომ საშუალო წონით დივიზიონში გადასასვლელად, ამდენი საჭმლის მიღებას ფიზიკურად ვეღარ შეძლებს.