ბაუტისტა: უმარს არაფერი ზებუნებრივი არ უჩვენებია, მისი დამარცხება შემეძლო
უმარ ნურმაგომედოვთან საპრეტენდენტო ბრძოლაში დამარცხებიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ, მარიო ბაუტისტამ წარუმატებელი გამოსვლა შეაფასა.
„უმარი კარგად გამოიყურებოდა, ძლიერი იყო, მაგრამ ზოგიერთი კორექტირება რომ შემეტანა, სავსებით შემეძლო მისი დამარცხება. მას არაფერი ზებუნებრივი არ უჩვენებია. ვიცოდი, რომ შევძლებდი მასთან სამივე რაუნდის გაძლებას და დაცვას ყველაფრისგან, რასაც ის შემომთავაზებდა.
მეორე რაუნდში კორპუსში ვურტყამდი, ცოტა უცნაურად შევასრულე ეს, და როდესაც მივხვდი, რომ თავში ვახვედრებდი, უბრალოდ მუხლი წინ გავწიე. ცოტა მაღლა რომ ამეწია – ყველაფერი შეიძლებოდა სხვანაირად დასრულებულიყო.
მომდევნო მეტოქე? რამდენიმე ვარიანტია შემდეგი ბრძოლისთვის. არიან დეივისონ ფიგერედო, ჩიტო ვერა, და შეიძლება განმეორებითი ბრძოლის გამართვა კორი სენდჰეგენთან, მაგრამ ჯერ არაფერია კონკრეტული. ამაზე დიდად არ მიფიქრია“,
– თქვა ამერიკელმა ტიმ უელჩის პოდკასტში.
უმარ ნურმაგომედოვთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხების შემდეგ, ამერიკელმა 8 გამარჯვებისგან შემდგარი სერია შეწყვიტა, მაგრამ დივიზიონის რეიტინგში მეცხრე ადგილი შეინარჩუნა.