„ძმაო, გთხოვ“ - ჯონსი დენა უაითს თეთრი სახლის ქარდში ჩართვას სთხოვს
ჯონ ჯონსმა ისევ სთხოვა დენა უაითს, რომ თეთრ სახლში დაგეგმილი UFC-ის ქარდში ისიც ჩართოს.
მძიმე წონის ყოფილ ჩემპიონს ისტორიულ ღონისძიებაზე გამოსვლა ძალიან სურს და აშკარაა, რომ კარიერის დასრულებას ნანობს.
„დენა, ძმაო, გთხოვ. ძმაო, გთხოვ. ვვარჯიშობ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ჯანმრთელი ვარ. ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა ამ ქარდზე ჩვენი ქვეყნის წარმოდგენა“,
– განაცხადა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ჯონ ჯონსმა.
რაც შეეხება დენა უაითს, ის ჯერჯერობით უწინდებურ პოზიციაზეა და ჯონსისთვის ამ შანსის მიცემას არ გეგმავს. მანამდე UFC-ის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ის არ ენდობა ჯონსს და ამიტომ არ არის მზად, ის ამ ისტორიულ ქარდში ჩართოს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ისტორიული ქარდი თეთრი სახლის ეზოში 2026 წლის 14 ივნისს გაიმართება.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                        