გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

ნინძა ბრუნდება? სავარაუდოდ, ჭიკაძე დეკემბერში იჩხუბებს

UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონს სავარაუდოდ დეკემბერში დაუბრუნდება. ამის შესახებ „ნინძამ’’ პირად გვერდზე დაწერა და MMA-ს მაყურებლებს დაბრუნებისკენ მიანიშნა.

ამ ეტაპზე „ნინძას'' მეტოქე უცნობია.

 UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა სექტემბერში ბრაზილიელი ჯინ სილვა გამოიწვია.

„ჰეი, ჯინ, ვხედავ, რომ დეკემბერში იაირ როდრიგესთან ჩხუბი გინდა. კარგია, რომ ასეთი აქტიური ხარ, მაგრამ მე და შენ ბოლო ბრძოლების შემდეგ ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი. შენ დივიზიონის მე-10 ნომერი იყავი, მე კი მე-12 - შემდეგ კი ორივე დავმარცხდით. მოდი, დეკემბერში გულშემატკივრებს ნამდვილი შოუ შევთავაზოთ. თუ მზად ხარ, მე მზად ვარ“, - დაწერა ჭიკაძემ სოციალურ ქსელში.

37 წლის ქართველმა მებრძოლმა ბოლო ბრძოლა მიმდინარე წლის 26 აპრილს დავიდ ონამასთან გამართა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

UFC-ში გიგამ 11 ბრძოლა გამართა, 11-დან 3 დათმო და სამწუხაროდ აღნიშნული 3 მარცხი ბოლო ოთხ ბრძოლაში დაფიქსირდა, კარიერაში საუკეთესო პერიოდი არ აქვს. რაც შეეხება ზოგადად მის კარიერას MMA-ში, 20-დან 15 ბრძოლა მოიგო, 5-ში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები