„ხაბიბს არავისი ეშინოდა“ - სონენი ნურმაგომედოვს გამოექომაგა
2021 წლის მარტში ხაბიბ ნურმაგომედოვმა აქტიური სპორტიდან წასვლის შესაახებ განაცხადა, რამაც შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ დაღესტნელმა ჩემპიონმა ასეთი გადაწყვეტილება შიშის გამო მიიღო და სურდა კარიერა დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით დაესრულებინა. ამ ყველაფერს არ ეთანხმება UFC-ის ყოფილი მებრძოლი ჩეილ სონენი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ხაბიბს არასოდეს არავის ეშინოდა. მისი წასვლის მიზეზი ის გახლდათ, რომ წონის დაფიქსირება უჭირდა, სწორედ ამიტომ ვერ ვიხილეთ ოქტაგონში მისი რიგით 30-ე დაპირისპირება. ბევრი გულშემატკივრის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კონორ მაკგრეგორთან რევანში არ შედგა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ჩხუბი ნურმაგომედოვის შიშის გამო არ ჩაშლილა. უბრალოდ, ის რომ დარჩენილიყო, წონის შეცვლა აუცილებლად მოუწევდა“.
ცნობისათვის, ხაბიბ ნურმაგომედოვმა შერეულ ორთაბრძოლებში გამოსვლა 29 მოგებითა და არც ერთი მარცხით დაასრულა, ხოლო მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი სამჯერ დაიცვა.