ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

ტრილოგია არ იქნება - ანკალაევი პერეირას ეთანხმება

UFC-ის ნახევრადმძიმე წონის მოქმედმა ჩემპიონმა, მაგომედ ანკალაევმა, თავის ოპონენტ ალექს პერეირას უპასუხა, რომელმაც ტრილოგია გამორიცხა და აღნიშნა, რომ რუსის აზრი მოლაპარაკებებში არაფერს წყვეტს.

პერეირამ გუშინ განაცხადა, რომ ის ანკალევს რევანშს აუღებს, რის შემდეგაც მათ შორის მესამე ბრძოლა აღარ იქნება, რადგან მაგომედს ამის უფლებას არავინ მისცემს.

„ვფიქრობ, ისტორია დასრულდება. ყველაფერი UFC-ზეა დამოკიდებული. თუ სურთ, კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ, მაგრამ არსებული ვითარების მიხედვით, მარცხის შემდეგ მას ტიტულისთვის აღარ დაუშვებენ. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ რევანშისთვის მაქსიმალურად მზად ვიყო, ჩემს რიტმსა და გეგმას მოვახვევ და გავიმარჯვებ. შემდეგ კი მესამე ბრძოლა აღარ იქნება“.

„მართალი ხარ. მესამე ბრძოლა არ იქნება. მე სიტყვასაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ შენ იმ დროს უკვე გეძინება და შემდეგ ისევ წახვალ საბურავების ცენტრში სამუშაოდ“.

- დაწერა ანკალაევმა სოციალურ ქსელში, პერეირას სიტყვების ციტირებით.

მათი პირველი დაპირისპირება, სადაც ბრაზილიელი საკუთარ ქამარს იცავდა, მიმდინარე წლის მარტში გაიმართა და ანკალაევის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მსაჯების ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით. მატჩრევანში კი 4 ოქტომბერს, ლას-ვეგასში, UFC 320-ზე შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები