გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ მამაგეიშვილი, ფამალიკაუ, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

ქოჩორაშვილის კარგი მატჩი - სპორტინგმა ფამალიკაუს მოუგო

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ ოთარ მამაგეიშვილის „ფამალიკაუს“ ესტუმრა. მატჩი ლისაბონელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:2.

მე-18 წუთზე ანგარიში „ფამალიკაუმ“ გახსნა - ახლო მანძილიდან „სპორტინგის“ კარი გუსტავო სამ აიღო. 22-ე წუთზე პედრო გონსალვეში მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გაათანაბრა. 39-ე წუთზე ქოჩორაშვილის პასის შემდეგ ლუის სუარესმა გაიტანა, თუმცა VAR-ზე შემოწმების შემდეგ გოლი გაუქმდა (თამაშგარე). 65-ე წუთზე ლუის სუარესმა თავისი გოლი მაინც გაიტანა და „ლომები“ დააწინაურა.

რაც შეეხება ქოჩორაშვილს, რუი ბორჟესმა ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 68-ე წუთზე შეცვალა. Sofascore-მა ქართველი ნახევარმცველის თამაში 6.7 ქულით შეაფასა, ქოჩორას სტატისტიკა კი ასეთი იყო: 54 შეხება ბურთთან, 40-დან 35 ზუსტი პასი (88%), 1 ზუსტი გრძელი პასი, დრიბლინგის 1 წარუმატებელი მცდელობა, 10-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა და 2 ჩაჭრა. ქოჩორაშვილმა 8-ჯერ დაკარგა ბურთი, 3-ჯერ დაჯარიმდა, მეტოქეს კი 2-ჯერ დაარღვევინა წესები.

ქოჩორაშვილის გამორჩეული მომენტები

რაც შეეხება ოთარ მამაგეიშვილს, მას თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.

5 მატჩის შემდეგ „სპორტინგი“ 12 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზეა, „ფამალიკაუ“ კი 10 ქულით მე-5 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საჯარიმოში შეიჭრა და გაიტანა | ლომინაძის სადებიუტო გოლი პორტუგალიაში
საჯარიმოში შეიჭრა და გაიტანა | ლომინაძის სადებიუტო გოლი პორტუგალიაში